ხელფასების აუთსორსინგი/სახელფასო მენეჯმენტი
სახელფასო მენეჯმენტი რთული და მგრძნობიარე საკითხია, ვინაიდან გავლენას ახდენს თითოეული თანამშრომლის შემოსავალზე. ხელფასების დარიცხვა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით, რადგან ნებისმიერმა შეცდომამ ან არასწორმა შეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს თანამშრომლის უკმაყოფილება და კომპანიისათვის გაუთვალისწინებელი ფინანსური ზიანი. სახელფასო აუთსორსი მოიცავს ყველა აქტივობას, რომელსაც კომპანია ყოველთვიურად ასრულებს ხელფასის გაცემისას.

რა სარგებელი შეიძლება მიიღოს კომპანიამ სახელფასო აუთსორსიდან?
  1. დროის დაზოგვა მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიერ სახელფასო და საგადასახადო სერვისების აუთსორსზე გატანა, შესაძლებლობას აძლევს მათ გამოთავისუფლებული დრო და რესურსები მიმართონ ძირითადი ბიზნეს ოპერაციების განვითარებას;
  2. ხარჯების დაზოგვა ხელფასების აუთსორსინგი ხშირად უფრო დაბალ ხარჯებთან არის დაკავშირებული და უფრო ექფეტურია, ვიდრე კომპანიის შიგნით, ხელფასების მენეჯმენტზე პასუხისმგებელი განყოფილების შექმნა. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ ხელფასების მართვასთან და დოკუენტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზეც დაზოგოთ თანხა.;
  3. წვდომა ექპერტიზაზე თქვენ მოგემსახურებათ ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი.

HRDG მიერ შემოთავაზებული სახელფასო მომსახურების სერვისი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:
ბეჭდვა