ჩვენი რწმენა და ღირებულებები

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანური კაპიტალი

ნებისმიერი ორგანიზაციის

წარმატების გარანტიაა

ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
„ადამიანური რესურსების განვითარების ჯგუფი“ წარმოადგენს საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანიას, რომელიც საქართელოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთისაგან ზომის, ინდუსტრიისა თუ კორპორატიული კულტურის მიხედვით განსხვავებული კომპანიების, გვესმის, რომ თითოეულ მათგანს უნიკალური ბიზნესსტრატეგია და მიზნები გააჩნია და, სწორედ ამიტომ, ვთავაზობთ მათ ბიზნესისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში ინდივიდუალურ მიდგომებს.

ჩვენი რწმენა და ღირებულებები

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანური კაპიტალი ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების გარანტიაა

სიმამაცე ის არის, რაც გიბიძგებს, რომ წამოდგე და ისაუბრო, მაგრამ სიმამაცე აგრეთვე ისიც არის, რაც გიბიძგებს, რომ დაჯდე და მოისმინო.
-უინსტონ ჩერჩილი

ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ პარტნიორ ორგანიზაციებსრაც საშუალებას გვაძლევს, შევთავაზოთ მათ ხარისხიანი სერვისი. ჩვენ დროს ვუთმობთ კომპანიის სტრატეგიის, საჭიროების და ორგანიზაციული კულტურის შესწავლას. მხოლოდ ამის შემდგომ ვთავაზობთ მათ მიდგომებს, რომელიც ორმხრივ წარმატებაზეა ორიენტირებული. თითოეული კომპანიის უნიკალური საჭიროებების შესაბამისად, ჩვენ გამოვყოფთ საუკეთესო HR ექსპერტს, რომლებიც დაეხმარებიან პარტნიორ ორგანიზაციებს, ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული პროცესების დანერგვასა და გაძლიერებაში.

ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვა დაეხმარება პარტნიორ კომპანიებს ადამიანური რესურსების მეშვეობით მოგების გაზრდაში

ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარი აქტივი არის ადამიანი - „ადამიანური კაპიტალი“. სწორედ ამიტომ, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ HR გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია მათ უნიკალურ ბიზნეს სტრატეგიაზე და მიმართულია ორგანიზაციის პროდუქტიულობის გაზრდისკენ. ჩვენ ვართ თითოეული ჩვენი კლიენტის სტრატეგიული ბიზნესპარტნიორი.



ღირებულებები, რომლებიც მართავენ ჩვენს ქცევას:

- ჩვენ ვფიქრობთ როგორც პარტნიორი კომპანიის მფლობელები;
- ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობების საზღვარი;
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს ეთიკა - რეპუტაცია, პარტნიორების ნდობა და ერთგულება.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანი
ჩამოვაყალიბოთ პარტნიორ ორგანიზაციებთან ორმხრივი წარმატებით განპირობებული ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობები;
ხელი შევუწყოთ საქართველოში ადამიანური რესურსების სფეროს განვითარებას;





ჩვენი გუნდი შედგება მრავალმხრივი HR გამოცდილების მქონე კონსულტანტებისგან. ჩვენ გვაქვს საჭირო გამოცდილება და უნარები იმისათვის, რომ დავეხმაროთ კლიენტებს ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების გადაჭრასა და ინიციატივების დანერგვაში.