იმისათვის, რომ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოთ, ძალიან
მნიშვნელოვანია, გქონდეთ მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო ჩარჩო. ჩვენ
შევისწავლით თქვენს უნიკალურ ბიზნეს სტრატეგიასა და მიზნებს და მხოლოდ
ამის შემდეგ დაგეხმარებით ადამიანური რესურსების მიმართულებით
პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით საჭირო
ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ისეთ საკითხებში,
როგორიცაა:
• ორგანიზაციული სტრუქტურის დიზაინი;
• სახელფასო სტრუქტურა (სახელფასო კვლევა და რანჟირება);
• პოლიტიკები და პროცედურები;
• სამსახურეობრივი ინტერვიუ-გასაუბრებები;
• სამუშაო აღწერილობებების მომზადება და შეფასება;
აღნიშნული მიმართულებებით კონსულტაცია მნიშვნელოვანია ასევე ისეთი
კომპანიებისთვის, რომლებიც ცვლილებების პროცესს გეგმავენ (გაყოფა ან
შერწყმა). ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან ცვლილებების
პროცესის სწორად და ეფექტურად მართვასა და დასახული ბიზნეს მიზნების
მიღწევაში.