„მითხარი და დამავიწყდება, მასწავლე და დავიმახსოვრებ, ჩამრთე და ვისწავლი“

- ბენჯამინ ფრანკლინი
თანამშრომელთა ჩართულობა
„მითხარი და დამავიწყდება, მასწავლე და დავიმახსოვრებ, ჩამრთე და ვისწავლი“
- ბენჯამინ ფრანკლინი
ჩართულობა - ეს არის თანამშრომლის სურვილი, ჩადოს მაქსიმალური ენერგია ორგანიზაციის განვითარებასა და წარმატებაში. წარმატებულ ორგანიზაციას სწორედ ასეთი თანამშრომლები ქმნიან. ჩართულობა - არის უფრო მეტი, ვიდრე სამსახურით კმაყოფილება და თანამშრომლის ერთგულება კომპანიის მიმართ. კველევების თანახმად, ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ, თანამშრომელთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თანამშრომლები კომპანიის მიზნებსა და ამოცანებს საკუთარ მიზნებად და ამოცანებად აღიქვამენ, მათი ჩართულობის დონე მაღალია.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომელთა ჩართულობის კვლევის ჩატარებაში და მოგცემთ კვლევის შემდგომ რეკომენდაციებს, რათა ზედმიწევნით განსაზღვროთ მათი დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ და ასევე გამოავლინოთ და აღმოფხვრათ თანამშრომელთა უკმაყოფილების ზონები.