ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები, მათი უნარები და კრეატიულობა არის ის, რაც ორგანიზაციის წარმატებასა და ზრდას განაპირობებს.

.
თანამშრომელთა შეფასება და განვითარება
ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები, მათი უნარები და კრეატიულობა არის ის, რაც ორგანიზაციის წარმატებასა და ზრდას განაპირობებს.
ყველაზე პროდუქტიული თანამშრომლები, არიან ისინი, ვინც მუდმივად იღვწიან ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. მათ ნათელი წარმოდგენა აქვთ კომპანიის ხედვის, მისიისა და ღირებულებების შესახებ, აქვთ კონკრეტული მიზნები და სამოქმედო გეგმა, სწორედ ამიტომ არიან მოტივირებულები და ამ მიზნების მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებენ.
თანამშრომელთა განვითარებისა და შეფასების პროცესი ეხმარება კომპანიებს მართონ რიგი პროცესებისა როგორიცაა: კომპენსაციები, ბენეფიტები, თანამშრომელთა დაწინაურება და სხვა.
ამავდროულად, თანამშრომელთა განვითარებისა და შეფასების პროცესი არის საუკეთესო გზა მათი განვითარების შესაფასებლად. ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებს განსხვავებული ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ. შეფასების პროცესი შეიძლება გამოიყენოთ თანამშრომელთა ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად და შემდგომი გეგმის შესამუშავებლად (მაგ:ტრეინინგები, ქოუჩინგი და სხვა.).
თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემის უპირატესობებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ, პროცესის ფარგლებში, მენეჯერსა და დაქვემდებარებულს, შესაძლებლობა ეძლევათ ორმხრივ შეთანხმდნენ მოლოდინებსა და შედეგებზე. ისინი დეტალურად განსაზღვრავენ ყველა გამოწვევასა თუ წინააღმდეგობას, რომელიც შესაძლოა მიზნის მისაღწევ გზაზე შეხვდეთ და ზუსტ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. შედეგად თანამშრომელმა დანამდვილებით იცის, რას ელიან მისგან და შეუძლია საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს.